2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტის მოცულობა 325 მლნ ლარზე მეტს შეადგენდა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემების თანახმად, ბიუჯეტის მთავარი შემავსებელი საგადასახადო შემოსავლებია, კერძოდ, 16,9 მლრდ ლარზე მეტი. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, 1,3 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან ბიუჯეტში გრანტების მოცულობა მცირდება. კერძოდ, 2021 წელს უცხოური დაფინანსება 487 მლნ ლარზე მეტს შეადგენდა, 2022 წელს - 359 მლნ ლარზე მეტს, ხოლო 2023 წელს, როგორც უკვე გითხარით, 325 მილიონ 789 ათასი ლარი იყო. აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წელს ბიუჯეტში შემოსული უცხოური დაფინანსებიდან 58,4% ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტები იყო, ხოლო 41,6% საინვესტიციო გრანტები.