რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საიუბილეო სამიტის შემდეგ გაიმართა. როგორც პუტინმა აღნიშნა, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში რუსეთისა და სომხეთისთვის თანამშრომლობა დადებითია, ხოლო რაც შეეხება ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ისიც წარმატებით ვითარდება. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა, შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავდა.