13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნული კანონპროექტი 10 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილონ. ხელოსუფლების ოპონენტთა შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული რეკომენდაციების შესრულება დაიწყო. მათივე განმარტებით, კანონპროექტის მიღებით ხელისუფლება ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირთან უვიზო მომოსვლას საფრთხეში აგდებს.