11 მაისს თბილისში, სამ ადგილზე „ევროპის მარში“ გაიმართება. კერძოდ, მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც ისინი მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან. ფართომასშტაბიან საპტოტესტო აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც უერთდებიან. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას მოქალაქეთა ერთიანობაზე ამახვილებენ და იქამდე უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მათი თქმით, პროტესტი მანამ გაგრძელდება, ვიდრე მმართველი პარტია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანომპროექტის მიღებაზე უარს არ იტყვის.