ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა. ამასთან, ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაურის ინფორმაცით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 რაკეტა და 20 დრონი ჩამოაგდეს. გვიან ღამით ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა.