სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე მოსაზრებას არცერთ სხვა სახელმწიფოს არ შეეკითხება. მისივე თქმით, სომხეთი მზადაა კონსულტაციებისთვის, მსჯელობისთვისა და დიალოგისთვის და ამ საკითხთან დაკავშირებით ნებართვას არ ითხოვს. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი სუვერენული ქვეყანაა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სწორედ ამის საფუძველზე აპირებს.