ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰიდან ქვეყნის სამხრეთით მდებარე კერემ შალომის გამშვები პუნქტისა და რეიმის ტერიტორიების მიმართულებით რაკეტები ისროლეს. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კერემ შალომის მიმართულებით ჯამში ექვსი რაკეტა გაისროლეს, რაც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ხელს უშლის. მათივე ცნობით, რაფაჰიდან რეიმის მიმართულებით 12 ჭურვი ისროლეს, ხუთი მათგანი ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, დანარჩენი კი ღია ზონაში დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.