ბრაზილიის სამხრეთში, რიო გრანდეს შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სტიქიის გამო დაშავებულია 276 ადამიანი, 130 პირს კი ამ დრომდე ეძებენ. წყალდიდობის გამო საცხოვრებლის დატოვება 121 000 ადამიანს მოუწია. საერთო ჯამში 345 მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად 850 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, გზები და ხიდები. პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რეგიონში უკვე ჩავიდა, რათა სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების პროცესი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განეხილა.