"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ და პარტიის იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ისაუბრეს. მათ პროკურატურაში პარტიის თავმჯდომარეზე ძალადობის ფაქტის შესახებ მტკიცებულებები მიიტანეს და ხელისუფლებას გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს. მათივე თქმით, კადრებში იმ სპეცრაზმელთა სახეებიც ჩანს, რომლებიც ხაბეიშვილის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.