უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია, რომელიც გმირთა მოედანზე დაიწყო, გუშინ, გვიან ღამით, პარლამენტთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს პატივი მიაგეს, შემდეგ კი, მსვლელობით, რუსთაველზე გადაინაცვლეს.
ახალგაზრდები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ უკან არ გაიწვევს.