„ჰამასის“ ინფორმაციით, რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

„ჰამასის“ ინფორმაციით, რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

2024-05-06 14:24:24+04:00

ღაზის სექტორში მედიკოსები აცხადებენ, რომ სამხრეთ ქალაქ რაფაჰში ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს 16 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა გამოცემა AFP-ს განუცხადა, რომ ერთი ოჯახიდან შვიდი ადამიანი დაიღუპა, მეორიდან კი - ცხრა.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ ისრაელის სამხრეთ ნაწილს რაფაჰიდან რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც კერემ შალომის მახლობლად მდებარე ჯარების თავმოყრის რაიონში 3 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა და 11 დაშავდა.