რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სამანქანო მოძრაობა გადაკეტეს - Palitra News

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სამანქანო მოძრაობა გადაკეტეს

2024-05-04 23:11:26+04:00

საქართველოს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „საქართველოს გაუმარჯოს“, „სად მივდივართ? - ევროპაში“.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა აქტივობები ექნებათ აქციის მონაწილეებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციელებს სააღდგომო წითელ კვერცხებსა და პასქებს გადასცემენ.

ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.