უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება,- გასულ ღამეს მოვლენათა ეპიცენტრი გმირთა მოედანი იყო - ქალაქის მთავარი სატრანსპორტო კვანძი და მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული ჰქონდათ. აქტივისტებმა შეკრება პარლამენტთან გუშინ, საღამოს 19:00 საათზე დაიწყეს. დემონსტრანტთა ნაწილმა გმირთა მემორიალის გარშემო წრე შეკრა და ახალგაზრდები პროტესტს ცეკვით გამოხატავდნენ. აქტივისტების მოთხოვნა უცვლელია,- ისინი "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ხელახლა შეტანილი კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. როგორ აფასებენ პოლიტიკური მხარეები პროტესტის უწყვეტ ციკლს და რა სამოქმედო გეგმა აქვთ აქციების ორგანიზატორებს