გასული ღამეს მოვლენათა ეპიცენტრი გმირთა მოედანი იყო - ქალაქის მთავარი სატრანსპორტო კვანძი და მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული ჰქონდათ. აქტივისტებმა შეკრება პარლამენტთან გუშინ, საღამოს 19:00 საათზე დაიწყეს. დემონსტრანტთა ნაწილმა გმირთა მემორიალის გარშემო წრე შეკრა და ახალგაზრდები პროტესტს ცეკვით გამოხატავდნენ. ისინი "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ხელახლა შეტანილი კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. როგორ მიმდინარეობდა გუშინდელი საპროტესტო აქცია