საქართველოში აშშ-ის ელჩი საკამათო კანონპროექტის შესახებ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებამ“ საზოგადოება ევროატლანტიკურ მისწრაფებას დააშორა და მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე თავდასხმა არჩია. ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი დასავლეთთან საქართველოს მეგობრულ ურთიერთობას დააზიანებს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს უკან არ გაიწვევს. რაც შეეხება ექსპერტებს, ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთეწბულ შტატებს შორის ურთიერთობებს შესაძლოა, მკაცრი გადახედვა მოჰყვეს, რაც ქვეყნის დასავლურ მომავალზე მკვეთრად აისახება.