საკამათო კანონპროექტსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უცხოურ მედიებთან მწვავე განცხადებებს ავრცელებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებთან ომს აცხადებს და ხელისუფლების ქმედებები რუსულ ინტერესებს ემსახურება. პრეზიდენტის ამ განცხადებებს ოპოზიციონერი დეპუტატები დადებითად აფასებენ. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ რეალურ განზრახვებს არ მალავს და ხელისუფლების რუსულ ინტერესებზე საჯაროდ საუბრობს. ექსპერტთა ნაწილიც პრეზიდენტის ობიექტურობას ხაზს უსვამენ.