დემონსტრანტების ნაწილი გმირთა მოედნიდან მსვლელობით თამარ მეფის ხიდისკენ მიემართება, საიდანაც სანაპიროებზე ჩასვლას და მარცხენა სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს - Palitra News

დემონსტრანტების ნაწილი გმირთა მოედნიდან მსვლელობით თამარ მეფის ხიდისკენ მიემართება, საიდანაც სანაპიროებზე ჩასვლას და მარცხენა სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს

2024-05-02 22:11:34+04:00

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილი გმირთა მოედნიდან მსვლელობით თამარ მეფის ხიდისკენ მიემართება, საიდანაც სანაპიროებზე ჩასვლას და მარცხენა სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს.

შეკრებილებს აღნიშნულისკენ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოუწოდა.

დემონსტრანტები სკანდირებენ - "არა რუსულ კანონს", "საქართველო".

გმირთა მოედანზე განთავსებული ესტაკადა მომიტინგეებითაა სავსეა. აქციის მონაწილეებმა ესტაკადა ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა კონსტრუქციებით ჩახერგეს.