სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანსა და თურქეთს სომხეთის განადგურება სურთ, ოფიციალური ერევანი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად უნდა იყოს. ფაშინიანის შეფასებით, სომხეთმა საერთაშორისო ურთიერთობები ლეგიტიმაციაზე დაყრდნობით უნდა დააფუძნოს. მისივე თქმით, ოფიციალური ერევანი რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერს გააკეთებს.