ჩინეთში გუნადუნის პროვინციაში გზის ნაწილის ჩანგრევას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 30 ადამიანი და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. გზის 17-მეტრიანი მონაკვეთის ჩანგრევის მიზეზი ძლიერი წვიმები გახდა. აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, გუნადუნის პროვინციაში უხვმა ნალექებმა რეგიონის არაერთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.