სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორის, გერტ იან კოპმანის საქართველოს პრეზიდრნტთან, პრემიერთან, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი იყო, რასთან დაკავშირებითაც კოპმანმა დეტალური ინფორმაცია მიიღო. მათივე განმარტებით, ევროკომისიის წარმომადგენელმა ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები მოისმინა, თუმცა, იტოვებენ იმედს, რომ ის ტყუილსა და მართალს ადვილად გამიჯნავს.