შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის გამოყენებით, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობდენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობაში მყოფ პოლიციელებზე. მისივე თქმით, ე.წ. „ძალადობრივი ქმედებების შედეგად“, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელიც დაშავდა.