საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი მსვლელობით იუსტიციის სახლამდე მივიდა.
პროტესტის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია. შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.
აქციის მონაწილეებს გზა სკუტერებით და ნაგვის ურნებით აქვთ გადაკეტილი.
ამის პარალელურად, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი პარლამენტის წინ და გვერდითა მხარეს კვლავ რჩებიან.
მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, ისინი დაშლას არ აპირებენ.