პარლამენტის შიდა ეზოდან 9 აპრილის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების მისამართით წყლის ჭავლი გაუშვეს. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ჭიშკარზე აბრახუნებდნენ და სწორედ ამის შემდეგ გამოიყენეს მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი.
აქციაზე ისმის შეძახილები: “არა რუსეთს”; “რუსებო”; “მონებო”.
პროსტესტის მონაწილეებს გახსნილი აქვთ საქართველოს დროშა.
მიუხედავაფ წყლის ჭავლის გამოყენებისა, შეკრებილები დაშლას არ აპირებენ. პარალელურად, მათი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობასთან განლაგებულ ხის ჯებირზე ხელებს აბრახუნებს.
ამასთან, მოქალაქეები პარლამენტის ეზოში ისვრიან ბოთლებს. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე სიმშვიდეა.