დასავლეთი „ქართული ოცნების“ დასანქცირებაზე ალაპარაკდა. აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების დაკავებასა და მათთან ფიზიკურ დაპირისპირებას, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ხელისუფლების მიერ წითელი ხაზის გადაკვეთას უწოდებენ. მათი განმარტებით, შეუძლებელია მოქალაქეებზე მოძალადე ადამიანებს სამართალდამცველები ეწოდოთ. პარალელურად, საქართველოს დასავლელი პარტნიორები კვლავ ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, მას რუსულს უწოდებენ, ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, რომ დედაქალაქის ქუჩებში გამოსულ ხალხს მოუსმინოს და საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეუქმნას.