კი ევროპას, არა რუსულ კანონს, ამ ლოზუნგით თბილისში აქციის მონაწილეებს ბათუმიდანაც უერთდებიან და აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ .ბათუმელი სტუდენტების თქმით, კრემილსგან შთაგონებული კანონპროექტის მიღებას არ დაუშვებენ. სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან არიან შეკრებილები და ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ. ადგილზე იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი მარიკო კეკელიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.