პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივი განხილვა დაძაბულობის ფონზე გრძელდება. პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილიც მივიდა, რომელსაც გასულ ღამეს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს დროებით შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები თაკო ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი გააძევა. პაპუაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმა მას შემდეგ გააწყვეტინა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე დუგინი ახსენა. როგორ მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა.