„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებული აქცია სამართალდამცველებმა რამდენჯერმე დაარბიეს - სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად არაერთხელ დაუპირისპირდნენ. დაშავებულ დემონსტრანტთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდათ. ინგოროყვას კლინიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი იყო გადაყვანილი. ოპოზიციონერ დეპუტატს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ - მას ცხვირზე სამედიცინო ოპერაციაც ჩაუტარდა. ხაბეიშვილი საავადმყოფოდან გაწერეს და როგორც უკვე გითხარით, ის ახლა პარლამენტში იმყოფება. გარდა ამისა, პოლიციელებმა მშვიდობიანი მოქალაქეებიც ძალის გამოყენებით დააკავეს.