ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ, ხუან მერჩანმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 9 000 დოლარით დააჯარიმა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ტრამპმა საქმის შესახებ საჯაროდ საუბრის შეზღუდვა დაარღვია. წერილობით გადაწყვეტილებაში ხუან მერჩანმა, განაცხადა, რომ ჯარიმის რაოდენობა, შესაძლოა, შემაკავებელი ფაქტორი არ იყოს, თუმცა უფრო მკაცრი სანქციის დაწესების უფლება მას გააჩნია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით საჯარო კომენტარები, მოწმეებისა და საქმეში ჩართული სხვა პირების კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, შეზღუდული ჰქონდა. მოსამართლემ ტრამპი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თითოეული განცხადებისთვის ათასი დოლარით დააჯარიმა.