აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა. ბლინკენის განმარტებით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კუთხით პროგრესი არსებობს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს დღეს შეხვდება. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ეს ისრაელში ენტონი ბლინკენის მეშვიდე ვიზიტია.