რუსეთმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა, რის გამოც, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ამასთან, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები გადასცენ. მისი თქმით, უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს ყოველდღიურად ესაუბრება და მისგან ვითარების შესახებ პირდაპირ ცნობებს იღებს.