სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დასაშლელად ე.წ. გაზის კაფსულები კიდევ ერთხელ ისროლეს.
ცრემლსადენი გაზის გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს წყლის ბოთლები და სხვადასხვა საგანი ისროლეს.
პერიოდულად სამართალდამცავებმა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი. ხდება აქციის მონაწილეების დაკავება, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს.
ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ ნაგვის უნდებით, სკამებით და ბარიკადებით. ისინი სკანდირებენ: "მონებო, მონებო; "არა რუსულ კანონს".