რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.
გზის გადასაკეტად მომიტინგეები იყენებენ სკამებს, მაგიდებს, ნაგვის ურნებს და რკინის ჯებირებს. ბარიკადების ერთ მხარეს სპეცრაზმი და პოლიცია დგას, მეორე მხარეს კი, აქციის მონაწილეები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”, “არა რუსეთს, კი ევროპას”.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. მომიტინგეთა დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი, გაუშვეს ე.წ. მხუთავი გაზი, არიან დაშავებულებიც.