საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფება. ისინი გამაგრდნენ პარლამენტის შენობის ჭიშკართან საიდანაც დეპუტატები გამოდიან.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან გამოსული „ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით სკანდირებენ “რუსებო”, “მონებო”.
ტერიტორიაზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები.
გარდა ამისა აქციის მონაწილეები იმყოფებიან პარლამენტის შენობის წინ და უკანა შესასვლელთანაც. ისინი აპროტესტებენ„უცხოური გალენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს .