ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ორი ვერცხლის მედლით დაბრუნდა. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ლაშა გურულსა და მის რუს მეტოქეს, თარხან იდიგოვს შორის ფინალური ბრძოლა სკანდალით დასრულდა. საქართველოს კრივის ფედერაციის განცხადებით, მსაჯთა უსამართლო გადაწყვეტილების გამო, 27 წლის ქართველმა მოკრივემ ორი რაუნდის შემდეგ ბრძოლა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ რუსებმა მას წაგების სანაცვლოდ ფული შესთავაზეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. გურულის გარდა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ესკერხან მადიევი გახდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კრივის ფედერაცია მადიევის შეხვედრაშიც არბიტრების მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებებზე საუბრობს.