პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლები სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მომდინარეობს. ყველაზე ხმაურიანი გამოსვლები „სტრატეგია არმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს და პარტია „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს ჰქონდათ. მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ გუშინდელ „სახალხო შეკრებაზე“ ისაუბრეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს დაადასტურა ის ფაქტიც რომ აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განახლდება. კიდევ რას აცხადებენ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე რამ გამოიწვია კამათი დეპუტატებს შორის.