მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული შეკრების პარალელურად, ვაკის პარკში სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წევრები შეიკრბინენ. ჯერჯერობით უცნობია მათი გეგმა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი აქტივობის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი სწორედ ევროკავშირია. რა ვითარებაა ადგილზე ამ წუთებში და რა გეგმა აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ამას სალომე ჯაფარიძე გვეტყვის.