პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ქეთი თურაზაშვილიც გააძევა.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა მდინარაძე მიერ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოჰყვა.
"შენ ახლა ძალით თავის გაბრაზებებს თავი დაანებე, შენთან საქმე არ მაქვს და არც იმასთან [ალეკო ელისაშვილი], თქვენს შემკვეთებთან და დავალების მიმცემებთან. დაწყნარდეს ის ნუ ნერვიულობს [ალეკო ელისაშვილი],“- მიმართა მამუკა მდინარაძემ თურაზაშვილს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მისი კომიტეტის სხდომიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან 6 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილი.