აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ მტკიცე ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. ქვეყნების ლიდერებმა ასევე მძევლების გათავისუფლებისთვის მოლაპარაკებებისა და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხიც განიხილეს. ამავდროულად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღაზას სექტორში ზავის შესახებ ისრაელის მიერ წარდგენილ კონტრ წინადადებას “ჰამასი” პასუხს დღეს ეგვიპტეში გასცემს.