საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს პოლიტიკურ სპექტრში ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებად აფასებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახება. მათივე შეფასებით, საერთაჭორისო პარტნიორებთან ულტიმატუმის ენით საუბარი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯს საგრძნობლად დააზარალებს. მათივე განცხადებით, ასეთი განცხადებები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არა ევროპულ, არამედ რუსულ საქმეს ემსახურება.