პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყება, რომლის დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა. კომიტეტის სხდომა სწორედ ახლა, დილის 09:00 საათისთვისაა ჩანიშნული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო.