რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
მათი განმარტებით, ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.