პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.
შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით სავარაუდოდ, მსვლელობას გამართავს.
აქცია - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილიც შეუერთდა.
ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
ამასთან, ბანერები წარწერით: “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.