პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი - Palitra News

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

2024-04-28 14:28:32+04:00

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი. საგამოძიებო მოქმედებები ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული ხელყუმბარა, პისტოლეტები, ვაზნები, ამფეთქი ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.