ღაზას სექტორში კვიპროსიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა - Palitra News

ღაზას სექტორში კვიპროსიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა

2024-04-27 15:50:37+04:00

ღაზას სექტორში კვიპროსიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ გადაცემულმა ჰუმანიტარული ტვირთით სავსე მცირე ზომის გემმა ლარნაკის პორტი პარასკევს საღამოს დატოვა და ღაზის სექტორის მიმართულებით გაემართა. არასამთავრობო ორგანიზაცია World Central Kitchen-მა ღაზაში მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში ისრაელის თავდასხმის შედეგად, ამ ორგანიზაციის 7 თანამშრომელი დაიღუპა.