ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში საოჯახო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა. სახანძრო დეპარტამენტის თანახმად, სასტუმროს შენობაში ოთახები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო, ამიტომ ცეცხლი მარტივად გავრცელდა და იქ მყოფებს სასტუმროს დროულად დატოვება გაუჭირდათ. მედიის ინფორმაციით, დაწესებულებას საოჯახო სასტუმროდ მუშაობის ლიცენზია და ხანძრის შემთხვევაში საევაკუაციო გეგმა არ ჰქონდა.