აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში 21-ე შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-მა უკრაინისთვის 1-ი მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც დღეისთვის არის გამოცხადებული. ოსტინმა დააკონკრეტა, რომ მასში შევა Patriot და NASAMS-ის რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, და საარტილერიო ჭურვების „დიდი რაოდენობა”.