ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე ადგილზე არსებულ მდგომარეობას, პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან სამედიცინო დაწესებულების საჭიროებები განიხილა. მინისტრის განმარტებით, მისი უწყება, კლინიკასთან ერთად, აქტიურად მუშაობს მომსახურების სტანდარტების მეტად გაუმჯობესების მიზნით. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი.