ოპოზიციონერი დეპუტატები გამოეხმაურნენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ემსახურება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალი რისკის ქვეშ დააყენა და ევროინტეგრაციას ჩამოაცილა, რაც, მათივე შეფასებით, ქვეყნის ღალატზე მეტყველებს. მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ მიისწრაფვის. რაც შეეხება ექსპერტებს - ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველომ, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, მკაცრი სანქციებს მიიღოს.