პარლამენტთან ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება. დღეს დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე ისევ გაიმართება. სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ საზოგადოების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს. მათივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას არ მისცემენ, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაშორდეს.