ორშაბათს, „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებული საყოველთაო სახალხო შეკრება გაიმართება. კანონპროექტის განხილვის პარალელურად მმართველი გუნდი საყოველთაო სახალხო შეკრების მოწყობიათვის ემზადება. ქართულ ოცნებაში 29 აპრილს პარლამენტის წინ ათიათასობით ადამიანს ელოდებიან. თავიმსხრივს ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ორშაბათს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანი ხალხის დაყოფა და დააპირისპირისპირებაა. აღსანიშნავია რომ საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ ხისტ პოზიციაზეა. ისინი კანონპროექტის უკან გაწვევას არ აპირებენ და საკითხის მუხლობრივი განხილვისთვის ემზადებიან.